ბავშვთა ონლაინ ფესტივალი “ChessKid Jets to the Cadets”

ChessKid-ის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, 23-24 ივლისს ონლაინ ტურნირები ჩატარდება.

პლატფორმა და განრიგი:

ტურნირები გაიმართება www.chesskid.com-ზე.

რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ინსტრუქციას, თუ როგორ შეუერთდნენ ღონისძიებას.

თარიღიკატეგორიასაათი (ცენტრალური ევროპის დროით)
23 ივლისიU8 გოგონები09:00
23 ივლისიU10 გოგონები09:00
23 ივლისიU12 გოგონები09:00
24 ივლისიU8 ჭაბუკები09:00
24 ივლისიU10 ჭაბუკები09:00
24 ივლისიU12 ჭაბუკები09:00

ტურნირი ჩატარდება შვეიცარული სისტემით, 9 ტურად.

შეჯიბრება გაიმართება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში:

U 8: 2014 წლის 1 იანვარს ან შემდეგ წლებში დაბადებულნი;
U 10: 2012 წლის 1 იანვარს ან შემდეგ წლებში დაბადებულნი;
U 12: 2010 წლის 1 იანვარს ან შემდეგ წლებში დაბადებულნი.

ტურნირში მონაწილეობისთვის მოთამაშეებმა უნდა გადმოწერონ და დააინსტალირონ ZOOM-ის აპლიკაცია. მოთამაშეებს მოეთხოვებათ ჩართონ ვებკამერები და გაააქტიურონ ფუნქცია “ეკრანის გაზიარება” ყოველი ტურის განმავლობაში.

დროის კონტროლი: 5 წუთს + 5 წამი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 ივლისი.

მონაწილეებმა უნდა შეავსონ შემდეგი ბმული: https://www.events4chess.com/events/?event_ID=1636&cat=1

სატურნირო შესდატანია – 10 აშშ დოლარი.

ტურნირის ყველა მონაწილე მიიღებს მონაწილეობის ელექტრონულ სერტიფიკატს.
გამარჯვებულები და დაჯილდოვებულები (1-3 ადგილი) მიიღებენ ელექტრონულ დიპლომებს.