აჭარის ჭადრაკის ფედერაცია 60 წლის იუბილეს ულოცავს მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, მაია ჩიბურდანიძეს!

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებული მაია ჩიბურდანიძე იუბილარია!

მაია ჩიბურდანიძე: საჭადრაკო ოსკარის ოთხგზის მფლობელი; ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდოს ‘ოქროს პაიკის’ მფლობელი; ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი; ღირსების ორდენის კავალერი.

17 იანვარს, მაიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „ჭადრაკის დედოფლის აკადემიის” ორგანიზებით ონლაინ პლატფორმაზე chess.com ჭადრაკის მოყვარულთათვის სამი ონლაინ-ტურნირი გაიმართა.

A კატეგორიის ტურნირში თამაშობდნენ მოჭადრაკეები, რომელთა ბლიც-რეიტინგი 2000-ზე მაღალი იყო. ტურნირი გაიმართა 11 ტურად, დროის კონტროლით 3+1.

B კატეგორიის ტურნირში მონაწილეობდნენ რაპიდ-რეიტინგით 1200-დან 2000-მდე. ტურნირი გაიმართა 7 ტურად, დროის კონტროლით 10+2.

C კატეგორიის ტურნირში კი ითამაშეს 1200-მდე რაპიდ-რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებმა. ტურნირი გაიმართა 7 ტურად, დროის კონტროლით, 10+2.

გახდით მაია ჩიბურდანიძის კლუბის წევრი: https://www.chess.com/club/maya-chiburdanidze-club/join