აჭარის ჩემპიონები გამოვლინდნენ!

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 21-25 ივლისს,  ჭადრაკის ყოფილ სასახლეში ”კაისა”  მიმდინარეობდა აჭარის ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის.

ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით 7 ტურად, დროის კონტროლით 30 წუთი 30 წამის დამატებით.

რამოდენიმე დღიანი ორთაბრძოლის შემდეგ, 7-დან 6.5 ქულით I-II ადგილები გაიყვეს ნოდარ ლორთქიფანიძემ და ირაკლი ახვლედიანმა. ყველა დამატებითი მაჩვენებლის ტოლობის გამო, გამარჯვებული გამოვლინდა დამატებითი ტაიბრეიქის მეშვეობით, რომელშიც 1.5-ით 0.5 გამარჯვება საერთაშორისო ოსტატმა ნოდარ ლორთქიფანიძემ მოიპოვა!

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანასტასია მახათაძემ.

ყველა მონაწილე დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით, სამეული აგრეთვე – მედლებით და სიგელებით, ჩემპიონს კი თასთან ერთად საჩუქრად ნოუთბუქიც გადაეცა!

ტურნირის დახურვის ცერემონიაზე, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ქ-მა სალომე მელიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კომპანია”ორბი ჯგუფის” დამფუძნებელს ბატონ ზაზა ზოიძეს და გენერალურ დირექტორს – ბატონ  ირაკლი  კვერღელიძეს საჭადრაკო ფესტივალის ჩასატარებლად ფართისა და ინვენტარის გამოყოფისთვის.

ტურნირის ფოტოკოლაჟი: