აჭარის ჩემპიონატი 10 და14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

ონლაინ სივრცეში ჩატარებული უამრავი ღონისძიების შემდეგ, ჭადრაკი ისევ უბრუნდება თავის ჩვეულ რიტმს! 22-28 აგვისტოს, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქ. ბათუმში გაიმართება აჭარის ჩემპიონატი 10 და 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ჩატარების ადგილი:  ქ. ბათუმი, სასტუმრო ‘’მიმინო’, მის: გიორგი ანწუხელიძის № 64.

მონაწილენი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები აჭარის ყველა რაიონიდან,  დაბადებულნი  2006 და 2010 წლის 1 იანვარს და შემდეგ. 

ჩატარების სისტემა: ჩემპიონატი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს 45 წუთი პარტიის ბოლომდე თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა  გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის ასლი და  საქართველოს ჭადრაკის  ფედერაციის  2020 წლის საწევროს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი  2020 წლის  21 აგვისტოს ჩათვლით.

ქეთევან მუხაშარია – ელ-ფოსტა –      მობ:  593 302 158

გამარჯვებულები: – I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, აჭარის  სპორტის  დეპარტამენტისა და აჭარის  ჭადრაკის ფედერაციის მიერ დაჯილდოვდებიან  მედლებით  და დიპლომებით, ხოლო აჭარის ჩემპიონები მივლინებული იქნებიან (დღიური და სატურნირო შესატანი)  ქ. თბილისში, შესაბამისი  ასაკის  მოჭადრაკეთა  საქართველოს  ჩემპიონატზე.

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული  მდგომარეობის  გამო მონაწილეთა, მსაჯთა და  ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.

ტურნირის  დირექტორი:  აჭარის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან მუხაშარია.