აჭარის ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 25-26 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, აჭარის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში ვაჟთა და ქალთა შორის – “ისიდორე გოგეშვილის და ევა შიოშვილის თასი” გათამაშდა.

ჩემპიონატი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 5 წამის დამატებით.

ღონისძიებაში პირველობისთვის 64 მოჭადრაკე იბრძოდა. აღსანიშნავია, რომ აქედან 30-მდე მონაწილე ბსუ-ს სტუდენტი იყო ჩართული ასპარეზობაში.

ვაჟთა შორის გამარჯვებულნი:

  1. ნოდარ ლორთქიფანიძე (7-დან 6.5 ქულა)
  2. შოთა დოლიძე (7-დან 5.5 ქულა)
  3. ზვიად ქამადაძე (7-დან 5.5 ქულა)

ქალთა შორის გამარჯვებულნი:

  1. კესარია მგელაძე (7-დან 5.5 ქულა)
  2. თინათინ ბერიძე (7-დან 5.5 ქულა)
  3. მარიამ კალანდაძე (7-დან 5.5 ქულა)

  გამარჯვებულები: – I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, ფულად პრიზებთან ერთად დაჯილდოვდნენ  მედლებითა  და დიპლომებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე  თასით.

ტურნირის დახურვის ცერემონიაზე, ფედერაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ღონისძიების მხარდაჭერისათვის და განსაკუთრებულად აღნიშნა სტუდენტთა კარიერული განვითარების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის და ბსუ-ს მოხალისეთა კლუბის თანადგომა.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: