აჭარის ჩემპიონატის გამარჯვებულების დაჯილდოება 10,14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 15-19 მარტს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 10,14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის აჭარის ჩემპიონატი გაიმართა.

ტურნირები შვეიცარული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით. სამივე კატეგორიაში ჯამში მონაწილეობდა 90 მოჭადრაკე.

10 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

  1. რატი დიასამიძე (მწვრთნელი: თენგიზ დიდმანიძე/ბათუმი) 7ქულა
  2. დემეტრე მგალობლიშვილი (მწვრთნელი: ბაგრატ მჟავანაძე/ქობულეთი) 5.5 ქულა
  3. გაბრიელ მჟავანაძე (მწვრთნელი: ბაგრატ მჟავანაძე/ქობულეთი) 5.5 ქულა

10 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

  1. ანასტასია ბასილაძე (მწვრთნელი: ვახტანგ ბასილაძე/ბათუმი) 5ქულა
  2. ნინო ბოლქვაძე (მწვრთნელი: ლია თევდორაძე/ბათუმი) 5 ქულა
  3. ალინა პასტუშნკო (მწვრთნელი: ბადრი ბოლქვაძე/ბათუმი) 5 ქულა

14 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

  1. გიორგი ჭანტურია (მწვრთნელი: მარიკა ჯაფარიძე/ბათუმი) 6 ქულა
  2. შოთა ცეცხლაძე (მწვრთნელი: თენგიზ დიდმანიძე/ბათუმი) 5.5 ქულა
  3. გიორგი გოგიაშვილი (მწვრთნელი: ალქსი ტერ-კარაპეტიანი) 5 ქულა

14 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

  1. თიკო ბერაია (მწვრთნელი: თენგიზ დიდმანიძე/ბათუმი) 5.5 ქულა
  2. ლანა დარახველიძე (მწვრთნელი: ნესტან მახაჭაძე/ქედა) 4 ქულა
  3. გვანცა კობალაძე (მწვრთნელი: ბაგრატ მჟავანაძე/ქობულეთი) 4ქულა

18 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

  1. დემეტრე გოგიაშვილი (მწვრთნელი: ალექსი ტერ-კარაპეტიანი/ბათუმი) 5.5 ქულა
  2. შოთა დოლიძე (მწვრთნელი: თენგიზ დიდმანიძე/ბათუმი)3.5 ქულა
  3. დათო სამნიძე (მწვრთნელი: ნესტან მახაჭაძე/ქედა) 3 ქულა

18 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

  1. ლულუ დიასამიძე (მწვრთნელი: გიგა ყუფარაძე/ქობულეთი) 6 ქულა
  2. კესარია მგელაძე (მწვრთნელი: ნუკრი მანაგაძე/ბათუმი) 6 ქულა
  3. ნინო ჟღენტი (მწვრთნელი: სოფიკო ტერელაძე/ბათუმი) 4 ქულა

გამარჯვებულები: – I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებით  და დიპლომებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე თასით  და  მივლინებული იქნებიან   ქ. თბილისში შესაბამისი  ასაკის  2023 წლის  საქართველოს  ჩემპიონატზე. ასევე, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულ საპრიზო სამეულს საჩუქრად გადაეცათ საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმის www.chesskid.com 1 წლიანი ვაუჩერი.

დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის მოადგილე ირაკლი აბულაძე და სპორტის განყოფილების უფროსი ზურაბ ჭყონია.

საქართველოს ჩემპიონატი 10, 14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, გაიმართება ქ. თბილისში 16-25 ივნისს.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: