აჭარის ჩემპიონატები 10,14,18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის – I ტურის შედეგები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 22 აპრილს, ქ.ბათუმის სასპორტო სკოლის დარბაზში სტარტი აიღო აჭარის ჩემპიონატმა 10,14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის!

ტურნირები ტარდება 7 ტურად, 10 წლამდე გოგონათა შორის წრიული, ხოლო სხვა კატეგორიებში შვეიცარული სისტემით. დროის კონტორლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობს 54 მოჭადრაკე.

ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, როგორც ჭაბუკთა, ასევე გოგონათა შორის, საუკეთესო სამეული დაჯილდოვდება მედლებით  და დიპლომებით, ხოლო აჭარის    ჩემპიონები – თასით  და  მივლინებული იქნება   ქ. თბილისში 2021 წლის შესაბამისი  ასაკის  მოჭადრაკეთა  საქართველოს  ჩემპიონატზე.

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით სათამაშო სივრცეში უზრუნველყოფილია: დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარი, პირბადე და თერმო სკრინინგის კონტროლი. ყოველი ტურის დასრულების შემდეგ ტარდება საჭადრაკო ინვენტარის, მაგიდების და კარებების სახელურების დეზინფიცირება.