აჭარის ჩემპიონატებზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, 20-26 მარტს ქ.ბათუმის სასპორტო სკოლის საჭადრაკო დარბაზში გაიმართა აჭარის ჩემპიონატები 8,12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ასპარეზობა მიმდინარეობდა შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტორლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

8 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

I- ადგილი ანრი ყალიჩავა (ამირან მჟავანაძე/ქობულეთი) 6 ქულით

II- ადგილი საბა სარჯველაძე (ამირან მჟავანაძე/ქობულეთი) 4,5 ქულით

III- ადგილი ილია შეწირული (ბადრი ბოლქვაძე/ბათუმი) 4 ქულით

8 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

I- ადგილი ანასტასია ბასილაძე (ვახტანგ ბასილაძე/ბათუმი) 7 ქულით

II- ადგილი ქრისტინე ხოზრევანიძე (იამზე ბოლქვაძე,გივი გობაძე/ხულო) 4 ქულით

III- ადგილი სესილი ცეცხლაძე (ლია თედორაძე/ქედა) 3 ქულით

12 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

I- ადგილი გიორგი გოგიაშვილი (ალექსი ტერ-კარაპეტიან) 6,5 ქულით

II- ადგილი დემეტრე გოგიაშვილი (ალექსი ტერ-კარაპეტიან) 5,5 ქულით

III- ადგილი შოთა ცეცხლაძე (ნინო კეკელიძე/ბათუმი) 5ქულით

12 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

I- ადგილი ლულუ დიასამიძე (ამირან მჟავანაძე/ქობულეთი) 6 ქულით

II- ადგილი მარიამ ცეცხლაძე (ლეონიდ ნეურონოვ/ბათუმი) 6 ქულით

III- ადგილი მარიამ კალანდაძე (თენგიზ დიდმანიძე/ბათუმი) 6 ქულით

16 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

I- ადგილი ირაკლი ყურშუბაძე (სოფიკო ტრელაძე) 5 ქულით

II-ადგილი ალექსანდრე მსხალაძე (ვახტანგ ბასილიძე/ბათუმი) 4,5 ქულით

III- ადგილი გიორგი გაბუნია (ვახტანგ ბასილაძე/ბათუმი) 4,5 ქულით

16 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

I- ადგილი ნინო ჟღენტი (სოფიკო ტერელაძე) 5ქულით

II-ადგილი ეკატერინე ცივაძე (ლეონიდ ნეურონოვ/ქობულეთი) 5ქულით

III- ადგილი ლიზი ქონიაძე (ლეონიდ ნეურონოვ/ბათუმი) 4,5 ქულით

აღსანიშნავია აჭარის რაიონების წარმომადგენლების მიერ 6 მედლის მოპოვება. ქობულეთის შეგირდები ყოველწლიურად სტაბულურად ახერხებენ აჭარის ჩემპიონატებზე გამარჯვებას, ხულოს და ქედის სპორტსმენებისთვის კი ეს წარმატება დებიუტი იყო და როგორც აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, იმედია, რომ რაიონის პირველი მედალოსნები სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდება.

სამივე საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ მედლებითა და სიგელებით, ჩემპიონებმა კი თასებთან ერთად საქართველოს ჩემპიონატის საზგური და დაფინანსება მოიპოვეს.

ტურნირების დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი, მოადგილე – მინდია ქათამაძე, ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორის პირველი მოადგილე ლევან ჯიოშვილი.

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდებოდა ტურნირის დებულების დანართით. ასევე, სათამაშო სივრცეში უზრუნველყოფილი იყო: დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარი, პირბადე და თერმო სკრინინგის კონტროლი. ყოველი ტურის დასრულების შემდეგ ტარდებოდა საჭადრაკო ინვენტარის (ფიგურები, დაფა, საათი), მაგიდების და კარებების სახელურების დეზინფიცირება.

ირაკლი ყურშუბაძე 16 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებული!

ნინო ჟღენტი 16 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებული!

გიორგი გოგიაშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებული!

ლულუ დიასამიძე 12 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებული!

ანრი ყალიჩავა 8 წლამდე ჭაბუკთა შორის გაარჯვებული!

ანასტასია ბასილაძე 8 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებული!