აჭარის ჩემპიონატებზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, 22-28 აპრილს ბათუმის სასპორტო სკოლის საჭადრაკო დარბაზში გაიმართა აჭარის ჩემპიონატები 10,14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირები ჩატარდა 7 ტურად. 10 წლამდე გოგონათა შორის წრიული, ხოლო სხვა კატეგორიებში შვეიცარული სისტემით. დროის კონტორლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

10 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

I- ადგილი კონსტანტინე ლორთქიფანიძე ხელვაჩაური  6 ქულით (მწვრთნელი: ჯამბული მახარაძე)

II- ადგილი ნიკოლოზ სარჯველაძე ქობულეთი 6 ქულით (მწვრთნელი: ამირანი მჟავანაძე)

III- ადგილი შოთა დოლიძე ბათუმი 4.5 ქულით (მწვრთნელი: ბადრი ბოლქვაძე)

10 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

I- ადგილი ანეტა ქედელიძე ბათუმი 7 ქულით (მწვრთნელი: გიორგი ჭანტურია)

II- ადგილი ანასტასია ბასილაძე ბათუმი 6 ქულით (მწვრთნელი: ვახტანგი ბასილაძე)

III- ადგილი ლანა გობაძე ხულო 5 ქულით (მწვრთნელი: გივი გობაძე)

14 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

I- ადგილი გიორგი გოგიაშვილი ბათუმი 6,5 ქულით (მწვრთნელი: ალექსი ტერ-კარაპეტიანი)

II- ადგილი დემეტრე გოგიაშვილი ბათუმი 6 ქულით (მწვრთნელი: ალექსი ტერ-კარაპეტიანი)

III- ადგილი  ალექსანდრე მსხალაძე  ბათუმი 5.5 ქულით (მწვრთნელი: ვახტანგი ბასილაძე)

14 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

I- ადგილი მარიამ კალანდაძე  ბათუმი 7 ქულით (მწვრთნელი: თენგიზი დიდმანიძე)

II- ადგილი ლიზი ქონიაძე  ბათუმი 6 ქულით (მწვრთნელი: ლეონიდი ნეურონოვი)

III- ადგილი ინეზა ართმელაძე  ხულო 4 ქულით (მწვრთნელი: იამზე ბოლქვაძე)

18 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

I- ადგილი გოგა ლორთქიფანიძე  ბათუმი 6 ქულით (მწვრთნელი: ალექსანდრე რუხაძე)

II-ადგილი მირიან ბერიძე  ხელვაჩაური 6 ქულით (მწვრთნელი: ნესტანი მახაჭაძე)

III- ადგილი ირაკლი ყურშუბაძე  ბათუმი 4.5 ქულით (მწვრთნელი: სოფო ტერელაძე)

18 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

I- ადგილი დეა ბედოშვილი  ბათუმი 5 ქულით (მწვრთნელი: ლეონიდი ნეურონოვი)

II-ადგილი ეკატერინე ცივაძე  ქობულეთი 4.5 ქულით (მწვრთნელი: ლეონიდი ნეურონოვი)

III- ადგილი დიანა სალაძე ქედა 3 ქულით (მწვრთნელი: ნესტანი მახაჭაძე)

სამივე საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ მედლებითა და სიგელებით, ჩემპიონებმა კი თასებთან ერთად 2021 წლის საქართველოს ჩემპიონატის საზგური და დაფინანსება მოიპოვეს.

გოგა ლორთქიფანიძე

დეა ბედოშვილი

გიორგი გოგიაშვილი

მარიამ კალანდაძე

კონსტანტინე ლორთქიფანიძე

ანეტა ქედელიძე