არმაგედონ-ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, 8 მაისიდან სტარტს აიღებს “World Chess”-ის მიერ ორგანიზებული მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალებით დაკომპლექტებული არმაგედონ-ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.

მსოფლიოს 8 მოჭადრაკე ქალი ერთმანეთს ოლიმპიური სისტემით შეეჯიბრება.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა შორისაა ქართველი ნანა ძაგნიძეც.

თითოეული მატჩი 2 პარტიისგან შედგება, დროის კონტროლი:3 წუთი+2 წამის დამატებით.

ნანა ძაგნიძე 9 მაისს იასპარეზებს და მისი მეტოქე ბიბისარა ასუბაევა იქნება.

თამაშები საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მონაწილეთა სია:

  1. ბიბისარა ასუბაევა (ყაზახეთი; 2461)
  2. ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია; 2453)
  3. კონერუ ჰამპი (ინდოეთი;2448)
  4. ნანა ძაგნიძე (საქართველო; 2416
  5. .სარა ხადემი (ირანი; 2417)
  6. გუნაი მამაზადა (აზერბაიჯანი; 2408)
  7. ალინა კაშლინსკაია (პოლონეთი; 2382)
  8. .ელიზაბეტ პეტცი (გერმანია; 2342)

ღონისძების განრიგი: