საერთაშორისო ამხანაგურ ონლაინ ტურნირში კესარია მგელაძემ 11 წლამდე გოგონათა შორის პირველობა დაისაკუთრა!

საჭადრაკო პლატფორმაზე lichess.org 11 იანვარს გაიმართა საერთაშორისო ამხანაგური ონლაინ ტურნირი, სადაც მონაწილეობას იღებდა 4 ქვეყანა: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და უკრაინა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით. ტურნირი ორ კატეგორიად იყო დაყოფილი: 17 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის და 11 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ბათუმელმა მოჭადრაკემ კესარია მგელაძემ 9-დან 6 ქულა დააგროვა და 11 წლამდე გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა!