”ალექსანდრე ბოკუჩავას თასის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 22-29 ოქტომბერს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ”ალექსანდრე ბოკუჩავას თასი” გაიმართა.

ტურნირები 7 ტურად, შვეიცარული სისტემით ჩატარდა. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცა 50 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.  

 შეჯიბრებაში წარმოდგენილი იყო 44 სპორტსმენი, მათ შორის კი 3 აჭარიდან: კესარია მგელაძე, მარიამ ცეცხლაძე და ლულუ დიასამიძე. აღსანიშნავია, რომ კესარია მგელაძე ასპარეზობდა ჭაბუკთა შორის.

გამარჯვებულები 16 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. თორნიკე კუპატაძე 5.5 ქულით
  2. მარიამ სიჭინავა 5.5 ქულით
  3. ნიკოლოზი შამათავა 5.5 ქულით

გამარჯვებულები 16 წლამდე გოგონათა შორის:

  1. მარიამ გვათუა 6 ქულით
  2. მარიამ დოლაკიძე 5.5 ქულით
  3. ანა მამარდაშვილი 4.5 ქულით

აღსანიშნავია, რომ გოგონათა შორის 4.5 ქულა ლულუ დიასამიძემაც დააგროვა, III-V ადგილები გაიყო და კოეფიციენტით IV -ზე გავიდა.