ქართველი მოზარდების ბრწყინვალე გამოსვლა ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე!

7 ივნისს, რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში დასრულდა ევროპის სასკოლო ჩემპიონატი – 2025.

ღონისძიება ჭაბუკთა და გოგონათა შორის 6 ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა: U7, U9, U11, U13, U15, U17. თითოეული ტურნირი 9 ტურად გაიმართა, დროის კონტროლით 90 წუთი, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.

ჩემპიონატში 14 ევროპული ფედერაციის 200-ზე მეტი მოთამაშე მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს სახელით 15 სპორტსმენი ასპარეზობდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა 8 ინდივიდუალური მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს!

ქართველი მოჭადრაკეების ინდივიდუალური შედეგები:

ლილე სვანაძე – I ადგილი 9 წლამდდე გოგონათა შორის (9-დან 8.5 ქულა)

სარა სალთხუციშვილი – I ადგილი 11 წლამდე გოგონათა შორის (9-დან 8 ქულა)

გაბრიელ გაბადაძე – I ადგილი 13 წლამდე ჭაბუკთა შორის (9-დან 7.5 ქულა)

ანდრია კვირიაშვილი – I ადგილი 15 წლამდე ჭაბუკთა შორის (7-დან 5.5 ქულა)

ბარბარე აშოთია – II ადგილი 15 წლამდე გოგონათა შორის (9-დან 6 ქულა)

დავით თათვიძე – II ადგილი 13 წლამდე ჭაბუკთა შორის (9-დან 7.5 ქულა)

თეკლა კოღუაშვილი – III ადგილი 15 წლამდე გოგონათა შორის (9-დან 5.5 ქულა)

ერეკლე ტაბატაძე – III ადგილი 15 წლამდე ჭაბუკთა შორის (7-დან 5 ქულა)