სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 8-18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 6 მაისს, ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს 34-ე ჩემპიონატმა 8,10,12,14,16,18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის სპორტის დეპარტამენტი, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე, სასტუმრო ”იბის სტაილს ბათუმი” და სასტუმრო ”ჩაო”.

შეჯიბრება ყველა ასაკობრივ კატეგორიაში იმართება 9 ტურად შვეიცარული სისტემით, 16 და18 წლამდე გოგონათა შორის კი – წრიული სისტემით. ტუნირში მონაწილეობას ღებულობს 300-მდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

წრიული სისტემის თაი- ბრეიქი:

  1. ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტი;
  2. მოგებების მეტი რაოდენობა;
  3. ურთიერთშორის შეხვედრა;
  4. კოიას სისტემა;
  5. თუ ოთხივე მაჩვენებელი თანაბარია, გათამაშდება დამატებითი  
    პარტიები ელვისებურ ჭადრაკში პირველ გამარჯვებამდე.

ტურნირის განრიგი:

თითოეულ ასაკში 3 დაფა შუქდება ლაივ დაფებზე. 10,12,14,16 და 18 წლამდე კატეგორიებში ითვლება ფიდეს რეიტინგი.

საქართველოს ჩემპიონები 8,10,12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის მოიპოვებენ მსოფლიო თასის საგზურს, რომელიც გაიმართება ბათუმში, 22 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით.

ღონისძების ფოტოკოლაჟი: