ახალი საჭადრაკო კერა ქ. ბათუმის კავკასიის ბიზნეს სკოლაში

აჭარის ჭადრაკის ფედერაციასა და ქ. ბათუმის კავკასიის ბიზნეს სკოლას შორის, 15 მაისს, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ევროპის დღეების ფარგლებში კი ერთობლივი ორგანიზებით პირველი საჭადრაკო ბლიც ტურნირიც გაიმართა.

  • ჩატარების სისტემა:

ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.

  • დროის კონტროლი:

თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.

ღონისძიებაში პირველობისთის სკოლის 22 მოსწავლე ასპარეზობდა.

გამარჯვებული სამეული:

  1. ირაკლი ყურშუბაძე 7-დან 7 ქულა
  2. მიხეილ დავითაძე 7-დან 5.5 ქულა
  3. ნიკა კახიძე 7-დან 5 ქულა
  • დაჯილდოება:                                                                                                                                                        

 I,II,III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.      

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: