საჭადრაკო აქტივობა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბათუმის ბულვარში არსებულ ვეტერანთა კლუბთან ”ნონა”, 1 ივნისს 17:00 საათიდან, საჭადრაკო ვიქტორინა და ამხანაგური გუნდური მატჩები გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს.

ვიქტორინაში გამარჯვებულ პირებს გადაეცემათ ფასიანი სამახსოვრო საჩუქრები.