აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 29-30 აპრილს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში IV და V თანრიგზე საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართა.
ღონისძიება შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა. დროის კონტროლი: 15 წუთი დამატების გარეშე.
ტურნირებში ასპარეზობდა 133 მონაწილე, აქედან V თანრიგში – 110, ხოლო IV თანრიგზე კი 23 მოჭადრაკე.
V თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეებს, რომლებმაც დააგროვეს 7-დან 4.5 ქულა და მეტი ქულა, მიენიჭათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი, ხოლო IV თანრიგის ტურნირში, 7-დან 5 ქულისა და მეტის მფლობელს მიენიჭა IV სპორტული თანრიგის 1 ბალი.
V თანრიგის 1 ბალი მიენიჭათ:
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2023/04/IMG_5171.jpg)
IV თანრიგის 1 ბალი მიენიჭათ:
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2023/04/IMG_5172.jpg)
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2023/04/340793465_166553226039259_8004485561035703651_n-1024x768.jpg)
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2023/04/344082568_921200902482388_61580759879587405_n-1024x768.jpg)
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2023/04/340675958_1533506577176474_8509281320124665059_n-1024x768.jpg)