5 ივნისს, ბათუმში ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატის ბოლო ტური გაიმართა. ასპარეზობა ევროპის საჭადრაკო კავშირის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერი ასევე იყო აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.
ბოლო ტურში ევროპის ქალთა ჩემპიონატს ესწრებოდნენ: საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაქრაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე და აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე.
ღონისძიება მიმდინარეობდა 11 ტურად, შვეიცარული სისტემით. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
ევროპის ქალთა პირველობისთვის 32 ქვეყნის 165 სპორტსმენი იბრძოდა, მათ შორის საქართველოდან 30 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
შეჯიბრება სასტუმრო Euphoria-ში გაიმართა.
ლიდერების დაფაზე საპატიო პირველი სვლა გააკეთეს ზურაბ ბაქრაძემ და ირმა ნიჟარაძემ.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:




