ანასტასია ხნატიშინი ევროპის ქალთა ჩემპიონია

5 ივნისს, ქ. ბათუმში ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი 2026 დასრულდა. ასპარეზობა ევროპის საჭადრაკო კავშირის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერი ასევე იყო აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.

ტურნირი მიმდინარეობდა 11 ტურად, შვეიცარული სისტემით. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.

დახურვის ცერემონიაზე ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს ღონისძიების მხარდამჭერებს და თითოეულ პირს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებაში. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლით, თასით, დიპლომით და ფულადი პრიზით, რომელიც დაწესებული იყო ტურნირის დებულების მიხედვით.

ღონისძიების დასასრულს ტურნირის მთავარმა მსაჯმა, გერტ ბაილეული ოფიციალურად გამოაცხადა ჩემპიონატის საბოლოო შედეგები და მონაწილეებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროპის ქალთა პირველობისთვის 32 ქვეყნის 165 სპორტსმენი იბრძოდა, მათ შორის საქართველოდან 30 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ქალთა ჩემპიონის ტიტულის მფლობელი 15 წლის ანასტასია ხნატიშინი გახდა!

გამარჯვებული ათეული, რომლებმაც მოიპოვეს ქალთა მსოფლიო თასის საგზური:

  1. ანასტასია ხნატიშინი (უკრაინა) 11-დან 9 ქულა
  2. საბრინა ვეგა გუტიერეზ (ესპანეთი) 11-დან 8.5 ქულა
  3. ოლგა ბადელკა (ავსტრია) 11-დან 8.5 ქულა
  4. ნურგიულ სალიმოვა (ბულგარეთი) 11-დან 8.5 ქულა
  5. ანა უშენინა (უკრაინა) 11-დან 8 ქულა
  6. კლაუდია კულონ (პოლონეთი) 11-დან 8 ქულა
  7. ოლგა ზიმინა (იტალია) 11-დან 7.5 ქულა
  8. ელინა როებერს (ნიდერლანდები) 11-დან 7.5 ქულა
  9. მერი არაბიძე (საქართველო) 11-დან 7.5 ქულა
  10. მაი ნარვა (ესტონეთი) 11-დან 7.5 ქულა

დახურვის ცერემონიის ფოტოკოლაჟი: