აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქ. ბათუმში 18 დეკემბერს ვაჟთა და ქალთა შორის საახალწლო ბლიც ტურნირი”ბათუმის თასი” გაიმართება.
სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 9 ტურად.
დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოვე სვლაზე 3 წამის დამატებით.
რეგისტრაცია:
ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს.
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული: სარეგისტრაციო ბმული
საკონტაქტო მობ: 599 069497
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 17 დეკემბრის 20:00 საათი.
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
ტურნირის განრიგი:
| ჩამოსვლის დღე | 17 დეკემბერი | |
| გახსნა | 18 დეკემბერი | 14:30 |
| I ტური | 18 დეკემბერი | 15:00 |
| II ტური | 18 დეკემბერი | 15:20 |
| III ტური | 18 დეკემბერი | 15:40 |
| IV ტური | 18 დეკემბერი | 16:00 |
| V ტური | 18 დეკემბერი | 16:20 |
| VI ტური | 18 დეკემბერი | 16:40 |
| VII ტური | 18 დეკემბერი | 17:00 |
| VIII ტური | 18 დეკემბერი | 17:20 |
| IX ტური | 18 დეკემბერი | 17:40 |
| დახურვა | 18 დეკემბერი | 18:30 |
პრიზები:
ვაჟთა შორის გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება აჭარის ჭადრაკის ფედერაციის შესაბამისი ხარისხის დიპლომით, მედლით და ფულადი პრიზით:
- I ადგილი – 200 ლარი
- II ადგილი – 150 ლარი
- III ადგილი – 100 ლარი
ქალთა შორის გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება აჭარის ჭადრაკის ფედერაციის შესაბამისი ხარისხის დიპლომით, მედლით და ფასიანი საჩუქრით;
ჩემპიონები აგრეთვე დაჯილდოვდებიან თასით.
კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.
ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი – სალომე მელია.
მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი – ლეონიდ ნეურონოვი

