მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები კომპოზიციების ამოხსნაში

8 სექტემბერს, ქალაქ ბათუმის სასტუმრო “ლეგენდა”-ში, კომპოზიციების ამოხსნაში 46-ე მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონია გაიმართა.

საჭადრაკო კომპოზიტორთა უმაღლესი ფორუმი საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა.
მას პირველად 1975 წელს თბილისმა
უმასპინძლა, მეორედ კი ბათუმმა 10 წლის წინ.

კონგრესის დელეგატებს მიღება მოუწყო ქ. ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა. ორგანიზატორებმა ტურნირის მსვლელობის დროს მონაწილეებს შესთავაზეს ორი ექსკურსია (დენდროლოგიური პარკი და დელფინარიუმი), ასევე, კონგრესის ფარგლებში გაიმართა ხელოვან ნეიკო ნეიძის გამოფენა „ჭადრაკის ფანტაზია“ და ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა გენადი უჩუმბეგაშვილის მარნიდან ჩამოსხმული ღვინო, რომლის ბოთლის ეტიკეტზეც გამოსახული იყო საჭადრაკო ეტიუდი დევიზით “ჯერ ამოხსენი, მერე დალიე”.

ღონისძიების დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ: WFCC-ს პრეზიდენტი ბატონი მარიან კოვაჩევიჩი, ფიდე-ს სპეციალურ დავალებათა დირექტორი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილი ბადრი ნაკაშიძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე.

(WFCC) პრეზიდენტმა მარიან კოვაჩევიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არაერთხელ მასპინძლობდა მაღალი დონის ღონისძიებებს და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ტურნირის შესანიშნავად ჩატარებისათვის.

ფიდეს სპეციალურ დავალებათა დირექტორმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის უმასპინძლოს მაღალი დონის ღონისძიებებს და მადლობა გადაუხადა ყველა მოთამაშეს და სტუმარს მონაწილეობისთვის. მან ასევე წინასწარ მიულოცა 70 წლის იუბილე ტურნირის დირექტორს და მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონს კომპოზიციების ამოხსნაში ბატონ დავით გურგენიძეს.


სპორტის მესვეურებმა ღონისძიების მომზადების პროცესზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ტურნირის
არაჩვეულებრივად ჩატარებას .

საქველმოქმედო კომანია „ხარებამ“ ჩემპიონატში 7 წლის მოჭადრაკის ნიკოლოზ ლიპარტიანის ხსოვნის საპატივცემულოდ სპეციალური პრიზი დააწესა და ის საქართველოს ნაკრების წევრებსა და პირად ჩათვლაში საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეს ნიკოლოზ კაჭარავას გადაეცა. გამარჯვებული სპორტსმენი კომპანია „ხარებას“ წარმომადგენელმა ნატო სურგულაძემ დააჯილდოვა.

სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები:

5 Days Composing
I ადგილი – ვალერი კოპილ
II ადგილი – მორდეჩაი ჩოვნიკ
III ადგილი – ვლაიცუ ცრისან, ერიკ ჰუბერ

Quick Composing Group A
I ადგილი – მარკო გუიდა
II ადგილი – ფაზ ეინატ
III ადგილი – მიხეილ ყოჩიაშვილი

Quick Composing Group B
I ადგილი – აბდელაისე ონცოუდ
II ადგილი – ჯორმა პავილაინენ
III ადგილი – კოსტას პრენტოს, ჰარრი ფუგიაკის და კონიდარის პანაგიოტის

World Solving Cup 2023
I ადგილი – ედდიე ვან ბირს
II ადგილი – კევინას კუზნეცოვა
III ადგილი – პიოტრ მურძია

18th ISC 2022 – Group A
I ადგილი – ოფერ კომაი
II ადგილი – ედდიე ვან ბირს
III ადგილი – კასპერ ფირუნ

7th Youth Chess Composing Challenge – Group A
I ადგილი – დარია დვოეგლაზოვა
II ადგილი – დანილა მოისეევ
III ადგილი – სერგიიენკო ანდრეი

7th Youth Chess Composing Challenge – Group B
I ადგილი – ურალ ხასანოვ
II ადგილი – სერგიიენკო ანდრეი
III ადგილი – ბენ სმოლკინ

7th Youth Chess Composing Challenge – Group C
I ადგილი – ურალ ხასანოვ
II ადგილი – იაროსლავ უტკინ
III ადგილი – ტრან ნგოც დუი ანჰ

Fairy Solving
I ადგილი – მიშელ კალლიოტ
II ადგილი – გიორგი იევსეევ
III ადგილი – ვლაიკუ კრისან

Solving Show
I ადგილი – დანილა პავლოვ
II ადგილი – მაქსიმ ხარიტონოვიჩ
III ადგილი – ილია სერაფიმოვიჩ

Open Solving Tourney
I ადგილი – ურალ ხასანოვ
II ადგილი – ედდიე ვან ბირს
III ადგილი – დანილა პავლოვ

46th World Chess Solving Championship – Women
I ადგილი – ანნა შუხმან
II ადგილი – ვიქტორია ხარიტონოვა
III ადგილი – კამილა ხრიშჩენკო

46th World Chess Solving Championship – Juniors
I ადგილი – დანილა პავლოვ
II ადგილი – ურალ ხასანოვ
III ადგილი – ანნა შუხმან

46th World Chess Solving Championship – Seniors
I ადგილი – ჯორმა პავილაინენ
II ადგილი – ჯონატან მესტელ
III ადგილი – ოფერ კომაი

46th World Chess Solving Championship – Individuals
I ადგილი – დანილა პავლოვ
II ადგილი – კასპერ ფირუნ
III ადგილი – პიოტრ მურძია

46th World Chess Solving Championship – Teams
I ადგილი – პოლონეთი
II ადგილი – ლიტვა
III ადგილი – დიდი ბრიტანეთი

ფოტოკოლაჟი: