საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებულები შშმ პირთა შორის

საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 14-18 ივნისს, ბათუმში ჩატარდა საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შშმ პირთა შორის. ღონისძიებას მასპინძობდა სასტუმრო “ჩაო”.

ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. დაითვლალა ფიდეს რეიტინგი.

ვაჟთა შორის გამარჯვებულნი:

  1. ტალიკაძე ლერი (ქუთაისი)
  2. ბოლქვაძე ბადრი (ბათუმი)
  3. ცეცხლაძე ბადრი (ხულო)

ქალთა შორის გამარჯვებულნი:

  1. გოგონაძე ანანო (ქუთაისი)
  2. ნათელაური მარგალიტა (თბილისი)
  3. მგელაძე ანნა (ბათუმი)

 I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, დაჯილდოვდნენ  მედლებითა და დიპლომებით. ჩემპიონებს ასევე გადაეცათ თასი.

ტურნირის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა ფასიანი სამახსოვრო საჩუქრებით.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: