აჭარის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრკში ვაჟთა და ქალთა შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 25-26 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აჭარის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში ვაჟთა და ქალთა შორის“ისიდორე გოგეშვილის და ევა შიოშვილის თასი” გაიმართება.

ჩატარების სისტემა: ჩემპიონატი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  ორგანიზატორი.  

ტურნირში ფიდე-ს რეიტინგის დათვლა განისაზღვრება მონაწილეთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

მონაწილენი: აჭარის ყველა რაიონის წარმომადგენლები. 

  დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 5 წამის დამატებით.

      რეგისტრაცია:

       რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 25 აპრილის 17:00 საათამდე.

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა:

https://forms.gle/Q7z3KNLXy1xDWXuC8

       დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს    ორგანიზატორი.

საკონტაქტო ტელ: 599 069497

ტურნირის განრიგი:

ტურნირის გახსნა – 25 აპრილი 18:00 სთ.

I, II, III, IV ტური გაიმართება 25 აპრილს 18:30 საათიდან. ყოველი მომდევნო ტური დაიწყება თითოეული ტურის დასრულების შემდეგ.

V, VI, VII ტური გაიმართება 26 აპრილს 18:00 საათიდან.

ტურნირის დახურვა – 26 აპრილს 20:00 საათზე.

  გამარჯვებულები: – I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, ფულად პრიზებთან ერთად დაჯილდოვდებიან  მედლებითა  და დიპლომებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე  თასით.

      ფულადი პრიზები საპრიზო სამეულებისთვის:

  ვაჟთა შორის:                                                         ქალთა შორის:

I  ადგილი – 150 ლ.                                                 I  ადგილი – 150 ლ.

II ადგილი – 130 ლ.                                                II ადგილი – 130 ლ.

III ადგილი -100 ლ.                                               III ადგილი – 100 ლ.

ტურნირი ჩატარდება 55-ე აუდიტორიაში III სართულზე.

ტურნირის  დირექტორი:  საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია