აჭარის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში ვაჟთა და ქალთა შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 17 ნოემბერს, აჭარის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში ვაჟთა და ქალთა შორის გაიმართება.

ჩატარების ადგილი: მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე, მის: ლეონიძის 15.

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  ორგანიზატორი.  

ტურნირში ფიდე-ს რეიტინგის დათვლა განისაზღვრება მონაწილეთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

მონაწილენი: საქართველოს მოქალაქეები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან.    

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 2 წამის დამატებით.

რეგისტრაცია:

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 16 ნოემბრის 19:00 საათამდე.

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა: https://forms.gle/Y6rmUM2dCt7Cji5c8

დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს ორგანიზატორი.

საკონტაქტო ტელ: 599 069497

ტურნირის განრიგი:

ტურნირის გახსნა – 17 ნოემბერი 16.00 სთ.

I ტური დაიწყება 16:30 სთ-ზე, ყოველი მომდევნო კი თითოეული ტურის დასრულების შემდეგ.

ტურნირის დახურვა – 17 ნოემბერი 18:30 სთ.

პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

გამარჯვებულები: – I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, ფულად პრიზებთან ერთად დაჯილდოვდებიან  მედლებითა  და დიპლომებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე  თასით.

  ვაჟთა შორის:                                                         ქალთა შორის:

I  ადგილი – 150 ლ.                                                 I  ადგილი – 150 ლ.

II ადგილი – 130 ლ.                                                II ადგილი – 130 ლ.

III ადგილი -100 ლ.                                               III ადგილი – 100 ლ.

(პრიზები დაიბეგრება საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად).

ტურნირის  დირექტორი:  საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია