20 სექტემბერს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყება საერთაშორისო ფესტივალი “ნონა გაფრინდაშვილის თასი-2019”.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება სამი დამოუკიდებელი ღია ტურნირი: A ( ფიდეს რეიტინგით 2001 და მეტი, ასვე ფიდეს წოდებიანები – GM, IM, WGM, WIM ), B ( ფიდეს რეიტინგით 2000 და ნაკლები, ურეიტინგო ) და C ( ფიდეს რეიტინგით 1600 და ნაკლები, ურეიტინგო ).
ტურნირები ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
ფესტივალის საპრიზო ფონდი შეადგენს 50 000 ლარს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დებულება და ტექნიკური შედეგები: