20 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, დუბაიში განსხვავებული ფორმატის საჭადრაკო ტურნირი ‘Global Chess League’ გაიმართა.
ასპარეზობა სწრაფ ჭადრაკში მიმდინარეობდა ექვსი გუნდის მონაწილეობით.
თითოეული გუნდის შემადგენლობაში ექვსი მოჭადრაკე იყო, მათ შორის: სამი ვაჟი, ორი ქალი და ერთი U21 მოჭადრაკე.
მატჩის შედეგი მონაწილეთა ქულების საერთო ჯამით განისაზღვრებოდა, ხოლო ქულების დათვლის სისტემა საკმაოდ ორიგინალური იყო, შავებით გამარჯვება – 4 ქულაა; თეთრებით – 3 ქულა; ყაიმი – ერთი ქულა, ხოლო მარცხი 0 ქულად ფასდებოდა.
შეჯიბრში საქართველოს ქალთა ნაკრების სამი წევრი ასპარეზობდა: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი და ნინო ბაციაშვილი.
ღონისძიების გამარჯვებული გუნდი “Triveni Continental Kings” გახდა.