ინგლისის კუნძულ მენზე სტარტი აიღო მსოფლიოში უძლიერესმა საერთაშორისო ტურნირმა ‘FIDE Chess.com Grand Swiss 2019’, რომელიც ტარდება შვეიცარული სისტემით 11 ტურად (10-21 ოქტომბერს). მასში მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობენ.
ტურნირის საპრიზო ფონდი 432 500$ შეადგენს და გამარჯვებული პრეტენდენტთა ტურნირზე მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.
საქართველოს სახელით ტურნირში ასპარეზობენ: ბაადურ ჯობავა, ივან ჩეპარინოვი და ნინო ბაციაშვილი.