”ნონა გაფრინდაშვილის თასი-2019”

20 სექტემბერს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყება საერთაშორისო ფესტივალი “ნონა გაფრინდაშვილის თასი-2019”.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება სამი დამოუკიდებელი ღია ტურნირი: A ( ფიდეს რეიტინგით  2001 და მეტი, ასვე ფიდეს წოდებიანები – GM, IM, WGM, WIM ), B ( ფიდეს რეიტინგით  2000  და ნაკლები, ურეიტინგო ) და C ( ფიდეს რეიტინგით  1600  და ნაკლები, ურეიტინგო ).

ტურნირები ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

ფესტივალის საპრიზო ფონდი შეადგენს 50 000 ლარს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დებულება და ტექნიკური შედეგები: