“ACF CUP 2023”-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 29 იანვარს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში “ACF CUP 2023” გაიმართა.

ჩემპიონატი ჩატარდა ღია კატეგორიაში, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით. ღონისძიებაში 22 სპორტსმენი ასპარეზობდა.

ტურნირის ერთპიროვნული გამარჯვებული 9-დან 9 ქულით გაიოზ ნიგალიძემ გახდა!

ვერცხლის მედალი ჯამბულ მახარაძეს ერგო, ბრინჯაოს მედალი კი ვალერი მელიქიძემ მოიპოვა.

ღონისძიებაში დაჯილდოვდა ქალთა საუკეთესო სამეულიც, რომლის გამარჯვებულებია:

I ადგილი – ლულუ დიასამიძე 9-დან 6.5 ქულით. აღსანიშნავია, რომ ის ღია ტურნირში III ადგილს დაეუფლა. II ადგილი – კესარია მგელაძე 9-დან 6 ქულით. III ადგილი – ნინო ჟღენტი 9-დან 5 ქულით.

საბოლოო შედეგები:

ღია კატეგორიაში I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდენ დიპლომით, მედლით და ფულადი პრიზით, ჩემპიონს ასევე გადადეცა თასი. ქალთა ნომინაციაში გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით.