26 და 28 მაისს ონლაინ პლატფორმა PLAYCHESS.COM -ზე გაიმართება ონლაინ ბლიც ტურნირი საქართველოს და აზერბაიჯანის ტოპ მოჭადრაკეების მონაწილეობით. ტურნირის გენერალური სპონსორია კომპანია სოკარი. ღონისძიება ეძღვნება – საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეებს.
26-ში თამაშები დაიწყება 15:00 საათზე, ხოლო 28-ში 18:00 საათზე. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით. ტურნირში მონაწილეობს 54 სპორტსმენი, თითო ქვეყანას წარმოდგენილი ჰყავს 27 მოჭადრაკე. აღსანიშნავია, რომ ბათუმიდან ტურნირში მიწვეულნი არიან ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია.