3 მაისს, ბათუმში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პროექტის – ‘საფეხურების’ სასწავლო მეთოდიკის დანერგვის ფარგლებში, ჭადრაკის მწვრთნელებისთვის რეგიონული კონფერენცია გაიმართა.
მწვრთნელთა სემინარები სასტუმრო “იბის სტაილსში” ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 21-მა პედაგოგმა აჭარის მუნიციპალიტეტებიდან: ბათუმი, ქობულეთი, ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური.
სემინარის მენტორი იყო, სინგაპურის საჭადრაკო აკადემიის მწვრთნელი, ფიდეს ტრენერი – ნატალია ეძგვერაძე.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილე მწვრთნელებს ხარისხის სერთიფიკატები გადაეცათ, რაც მათ დაეხმარებათ ახალი სასწავლო მეთოდიკის “საფეხურების” ლიცენზიის აღებაში.
“საფეხურების” მეთოდიკა ქართულ ჭადრაკში სისტემური რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და მიზნად ისახავს ახალი, წარმატებული თაობის აღზრდას.
პროექტის მხარდამჭერი გახლავთ საქართველოს სპორტის სამინისტრო და პაშა ბანკი. ბათუმში მასტერკლასები ამავდროულად აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:


