ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩამპიონატის შედეგები

11 აპრილს, საბერძნეთის კუნძულ როდოსზე ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი დასრულდა.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართა, დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ღონისძიებაში 34 ქვეყნის 136 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ I-X ადგილზე გასულმა სპორტსმენებმა ქალთა მსოფლიო თასის საგზურები მოიპოვეს, რომელთა შორის 2 ქართველი მოჭადრაკე შევიდა. ლელა ჯავახიშვილმა და ნინო ბაციაშვილმა 11-დან 7.5 ქულით VI-VII ადგილები გაიყვეს.

ტურნირში დიდი წარმატებით იასპარეზა ანასტასია კირთაძემ, რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა 16 წლამდე ასაკის გოგონათა შორის და დააჯილდოვეს ჩემპიონატზე ნაჩვენები საუკეთესო პერფომანსისთვის! ანასტასიამ ტურნირი ფიდეს ოსტატის სტატუსით დაიწყო და ასპარეზობის მსვლელობისას ზედიზედ სამი მნიშვნელოვანი ნორმა შეასრულა: ქალთა საერთაშორისო ოსტატის, ქალთა საერთაშორისო დიდოსტატის და ვაჟთა საერთაშორისო ოსტატის!

ღონისძიების საბლოო შედეგები:

ქართველი მოჭადრაკეების საბოლოო შედეგები:

  • ლელა ჯავახიშვილი (11-დან 7.5 ქულა)
  • ნინო ბაციაშვილი (11-დან 7.5 ქულა)
  • ბელა ხოტენაშვილი (11-დან 7 ქულა)
  • მერი არაბიძე (11-დან 7 ქულა)
  • ანასტასია კირთაძე (11-დან 6.5 ქულა)
  • ნია დონღვანი (11-დან 6 ქულა)
  • ინგა ხურცილავა (11-დან 6 ქულა)
  • ლილე ქორიძე (11-დან 5.5 ქულა)
  • კესარია მგელაძე (11-დან 5 ქულა)
  • მარიამ ცეცხლაძე (11-დან 4.5 ქულა)