აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 26-27 აპრილს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში V, IV და III თანრიგზე საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება.
ჩატარების სისტემა:
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ტურნირის სისტემას, დროის კონტროლს და ტურის დაწყების საათს განსაზღვრავს ორგანიზატორი.
დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე.
მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/oKX7StyPen7w8iKs7
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 აპრილი 19:00 საათი.
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს
ორგანიზატორი.
რეგისტრაციაზე და კენჭისყრაზე საკონტაქტო პირი – 558 410904.
ტურნირის განრიგი:
ტურნირის გახსნა: 26 აპრილი, 12:30 სთ.
ტური ჩატარდება 26 აპრილს.
I ტური დაიწყება 13:00 საათზე, ყოველი მომდევნო კი თითოეული ტურის დასრულების შემდეგ.
IV-V-V -V ტური – 27 აპრილი, დასაწყისი 13:00 სთ.
ტურნირის დახურვა: 27 აპრილი, 16:00 სთ.
სატურნირო შესატანი 15 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200
ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის
პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/ZGdjH68jACZ7R5v28
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი,
წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).
დაჯილდოება:
- 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლითა და დიპლომით.
- V თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4 და მეტ ქულას
მიენიჭებათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი. - IV თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4.5 და მეტ ქულას
მიენიჭებათ IV სპორტული თანრიგის 1 ბალი. - III თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 5 და მეტ ქულას
მიენიჭებათ III სპორტული თანრიგის 1 ბალი.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ქლექსი ტერ-კარაპეტიანი