ქალთა გრან პრის მეხუთე ეტაპი

13-24 აპრილს, ინდოეთის ქალაქ პუნეში ქალთა გრან პრის მეხუთე ეტაპი გაიმართება.

გრან-პრის გათამაშება ქალთა შორის — ეს არის ტურნირების სერია მსოფლიოს 20 უძლიერეს მოჭადრაკე ქალთა შორის, რომელიც ქალთა ჭადრაკში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპარეზობად ითვლება. თითოეული მათგანი მიიღებს მონაწილეობას გრან პრის ექვსიდან სამ ტურნირში.

გრან-პრის სერია ორი წელი გრძელდება და მის ფარგლებში ექვსი ტურნირი ტარდება, თითოეულში 10 მოჭადრაკის მონაწილეობით.

გრან-პრის ტურნირებში დაგროვილ ქულათა საერთო ჯამით, ორი საუკეთესო მოჭადრაკე მოიპოვებს მონაწილეობის უფლებას 2026 წელს დაგეგმილ ფიდეს კანდიდატთა ტურნირში ქალთა შორის, სადაც გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.

მეხუთე ეტაპის მონაწილეები:

  • ბათხუიაგ მუნგუნტულ (მონღოლეთი)
  • სალომე მელია (საქართველო)
  • ჯინერ ჟუ (ჩინეთი)
  • ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი)
  • ალინა კაშლინსკაია (პოლონეთი)
  • პოლინა შუვალოვა (ფიდე)
  • ნურგიულ სალიმოვა (ბულგარეთი)
  • დეშმუხ დივია (ინდოეთი)
  • რამეშბაბუ ვაიშალი (ინდოეთი)
  • ჰამპი კონერუ (ინდოეთი)

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან მეხუთე ეტაპში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია.

გრან პრის მეხუთე ეტაპის პირველი ტური გაიმართება 14 აპრილს საქართველოს დროთი 13:30 საათზე. პირველ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: