რუმინეთის ეფორი ნორდში, 15 მარტს სტარტი აიღო ევროპის ინდივიდუალურმა ჩემპიონატმა ვაჟთა შორის.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად იმართება, დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 92 000 ევროს შეადგენს.
შეჯიბრებაში მონაწილეობს 40 ქვეყნის 377 მოჭადრაკე.
საქართველოდან ასპარეზობენ:
- ბაადურ ჯობავა
- ლევან ფანცულაია
- გიგა ყუფარაძე
- თორნიკე სანიკიძე
- ლუკა პაიჭაძე
- ნოე თუთისანი
თამაშები იწყება თბილისის დროით 18:00 საათზე.