1 ოქტომბერს ქ. ქუთაისში დაიწყო ასაკობრივი ჩემპიონატი “მაია ჩიბურდანიძის თასი-2019” 8, 10, 12 და 16 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებში.
ტურნირში მონაწილეობს სულ 132 ახალგაზრდა მოჭადრაკე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ბათუმიდან წარმოდგენილია ერთი სპორტსმენი – კესარია მგელაძე, რომელიც ორ კატეგორიაში ღებულობს მონაწილეობას, 10 წლამდე გოგონებში და 12 წლამდე ჭაბუკებში.
ჩემპიონატი მიმდინარეობს ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
ტურნირს დირექტორი: ზაზა ლომინაძე
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი ალექსანდრე არსენიძე