აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 8 მარტს, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ქეთევან მუხაშარიას მემორიალური საჭადრაკო ტურნირი ქალთა შორის გაიმართება.
ჩატარების ადგილი: სასტუმრო ‘’იბის სტაილს’’, მის: ლეხ და მარია კაჩინსკების 5ბ
ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდება ქალთა შორის. ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
მონაწილენი:
საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები, რომელთაც არ გააჩნიათ ფიდეს რეიტინგი.
დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა: https://forms.gle/btxsczbCbL7bxhwX8
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 7 მარტი, 19:00 საათი.
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
ტურნირის განრიგი:
გახსნა | 8 მარტი | 16:00 სთ. |
I ტური | 8 მარტი | 16:10 სთ. |
II ტური | 8 მარტი | 16:30 სთ. |
III ტური | 8 მარტი | 16:50 სთ. |
IV ტური | 8 მარტი | 17:10 სთ. |
V ტური | 8 მარტი | 17:30 სთ. |
VI ტური | 8 მარტი | 17:50 სთ. |
VII ტური | 8 მარტი | 18:10 სთ. |
დახურვა | 8 მარტი | 18:30 სთ. |
გამარჯვებულები:
საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომით და ფულადი პრიზით, ხოლო ჩემპიონი აგრეთვე თასით. ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქრები.
(პრიზები დაიქვითება საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად)
I ადგილი – 200 ლ.
II ადგილი – 150 ლ.
III ადგილი – 100 ლ.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია