აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 17 თებერვალს, მუხრან ვახტანგაძის ბათუმის სპორტის სასახლეში აჭარის ჩემპიონატი 8,10,12,14,16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის დაიწყო.
ჩემპიონატი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს აქვს 60 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ღონისძიების ექვსივე ასაკობრივ კატეგორიაში იბრძვის 173 სპორტსმენი.
3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი მოაგროვეს:
8 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- დავითაძე ალექსი
- ნაკაშიძე გუგა
- კახიძე ლაშა
8 წლამდე გოგონათა შორის:
- შერვაშიძე-კაპანაძე ეკატერინე
- შაინიძე ნატა
10 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- თავართქილაძე დემეტრე
- შარაბიძე ნოდარი
- სხვიტარიძე დანიელი
- ქოქოლაძე ლუკა
10 წლამდე გოგონათა შორის:
- სოსელია ევა
- გოგუაძე მარიამი
- დეკანაძე ნინიკო
12 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- აბულაძე ილია
- დიასამიძე რატი
12 წლამდე გოგონათა შორის:
- ბოლქვაძე ნინო
- მელაძე ანასტასია
14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის:
- ქედელიძე ანეტა
- გოგუაძე სანდრო
16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის:
- კალანდაძე მარიამი
18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის:
- გოგიაშვილი გიორგი
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:


