პოლონეთის ქალაქ კრაკოვში საერთაშორისო ტურნირი “XXXV Miedzynarodowy Festiwal Szachowy CRACOVIA” გაიმართა.
ღონისძება შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა, დროის კონტროლი: 90 წუთი – 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი – პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
ბათუმელი მოჭადრაკე კესარია მგელაძე მონაწილეობდა ღონისძიების A კატეგორიაში.
კესარიამ, 9-დან 4 ქულით ქალთა შორის მესამე ადგილი დაიკავა.
კესარიამ ასევე წარმატებით იასპარეზა გერმანიაში გამართულ ბუნდესლიგის მეოთხე და მეხუტე ტურებში, სადაც მან დაამარცხა გერმანელი მოთამაშეები: WGM ნატალია სტრაუბ და ქრისტიან ვიკტორსი.