საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2024 წლის საანგარიშო კონფერენცია

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 18 იანვარს, ქ.თბილისში სასტუმრო “Biltmore”-ის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2024 წლის საანგარიშო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის დღის წესრიგში შემდეგი საკითხები განიხილებოდა:საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის 2024 წლის საანგარიშო მოხსენება და ჭადრაკის ფედერაციის 2024 წლის ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გაწეული ძალისხმევა და მიღწეული შედეგების მნიშვნელობა ქართული ჭადრაკის განვითარებაში – წარმატებულად შეფასდა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა თავის მოხსენებაში ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ფედერაციის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ახალ მნიშვნელოვან პროექტებზე. მათ შორის:

  • მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ჭადრაკის სწავლების მეთოდიკის – ‘საფეხურები’ რომელიც შედგება მასწავლებლის 6 სახელმძღვანელოსა და 26 მოსწავლის რვეულისგან – გამოცემის უფლება ავტორისგან.
  • პროექტის ფარგლებში ბათუმში გაიმართა მწვრთნელთა პირველი ეროვნული ფორუმი ქვეყნის ყველა რეგიონის 140 მწვრთნელის მონაწილეობით.
  • ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული ფიდეს ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება: ფიდეს ქალთა გრან პრის პირველი ეტაპი და ფიდეს მსოფლიო თასი (U08;U10;U12).
  • საჭადრაკო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია რეგიონებში.

ყრილობაზე გამომსვლელებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საქმიანობის ეფექტიანობა, ახალი ინიციატივებისა და პროექტების მნიშვნელობა და მიღწეული წარმატებები 2024 წელს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესო სპორტული შედეგებისთვის ჯილდო გადმოეცა აჭარის ჭადრაკის ფედერაციას!

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: