ბრაზილიის ქალაქი ფლორიანოპოლისში, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფარგლებში 14,16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში ფიდეს პირველი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა.
ღონისძიება ჩატარდა 3 ასაკობრივ კატეგორიაში: 14,16 და 18 წლამდე ღია და გოგონათა შორის. დროის კონტროლი: 90 წუთი.
საქართველოდან 14 წლამდე კატეგორიას 2 ბათუმელი მოჭადრაკე წარმოადგენდა: კესარია მგელაძე და მარიამ კალანდაძე.
დებულების მიხედვით ყველა კატეგორიას უნდა ამოეხსნა 8 ამოცანა:
- 3 ამოცანა – შამათი 2 სვლაში
- 2 ამოცანა – შამათი 3 სვლაში
- 1 ამოცანა – შამათი 4 სვლაში
- 2 ამოცანა – ეტიუდი
აღსანიშნავია, რომ კესარია მგელაძემ 14 წლამდე კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა!
მეორე ადგილზე, მონღოლი განბატ ტენგუნდალაი გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ფიდეს სახელით მოასპარეზე დიანა პრეობრაჟენსკაია გახდა.