საკვალიფიკაციო ტურნირი V, IV და III სპორტულ თანრიგზე

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 2-3 ნოემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში V, IV და III თანრიგზე საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება.

ჩატარების სისტემა:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული
სისტემით 7 ტურად. ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ტურნირის სისტემას, დროის კონტროლს და ტურის დაწყების საათს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე.

მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/khRPvWzjSkCJi7DdA

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 ნოემბრის 19:00 საათი.

რეგისტრაციაზე და კენჭისყრაზე საკონტაქტო პირია მსაჯი – 558 410904.

ტურნირის განრიგი:

ტურნირის გახსნა: 2 ნოემბერი, 13:00 სთ.
I-II-III-IV ტური – 2 ნოემბერი 13:30 საათიდან
(I ტური დაიწყება 13:30 საათზე, ყოველი მომდევნო კი თითოეული ტურის დასრულების
შემდეგ).
V-VI-VII ტური – 3 ნოემბერი, დასაწყისი 13:00 სთ.
ტურნირის დახურვა: 3 ნოემბერი, 15:00 სთ.

სატურნირო შესატანი: 10 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’

ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200

ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებმა უნდა გადაიხადონ ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).

დაჯილდოება:

– 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და  დიპლომებით.                 –   V თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4 და მეტ ქულას მიენიჭებათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი.      

     – IV თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4.5 და მეტ ქულას მიენიჭებათ IV სპორტული თანრიგის 1 ბალი.    

     – III თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 5 და მეტ ქულას მიენიჭებათ III სპორტული თანრიგის 1 ბალი.                 

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია