ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, 22-31 აგვისტოს, 8-18 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის ევროპის 2024 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირი მიმდინარეობდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად, დროის კონტროლი 90 წუთი 30 წამის დამატებით.
ასპარეზობა ჩატარდა 6 ასაკობრივ კატეგორიაში: U08;U10;U12;U14;U16;U18, როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა შორის.
ღონისძიებაში ევროპის 47 ქვეყნის 1231 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს სახელით 25 მოჭადრაკე ასპარეზობდა:
- ნანავა ცოტნე (8 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- სვანიძე ლილე (8 წლამდე გოგონათა შორის)
- ჩხარტიშვილი ლაზარე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- რეხვიაშვილი მარიამი (10 წლამდე გოგონათა შორის)
- სალთხუციშვილი სარა (10 წლამდე გოგონათა შორის)
- გაბადაძე გაბრიელი (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- თათვიძე დავითი (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- დიასამიძე რატი (12 წლამდე ჭაბუკთა შორის) 87-ე ადგილი
- თავბერიძე ალექსანდრე (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ჭიჭინაძე ანასტასია (12 წლამდე გოგონათა შორის)
- რუსიტავილი თეა (12 ელამდე გოგონათა შორის)
- კვირიაშვილი ანდრია (14 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- გვასალია გაგა (14 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- კალანდაძე მარიამი (14 წლამდე გოგონათა შორის) II ადგილი
- მგელაძე კესარია (14 წლამდე გოგონათა შორის) III ადგილი
- კოღუაშვილი თეკლა (14 წლამდე გოგონათა შორის)
- აშოთია ბარბარე (14 წლამდე გოგონათა შორის)
- კილაძე ლუკა (16 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ნემსაძე დავითი (16 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ჭანტურია გიორგი (16 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ცეცხლაძე მარიამი (16 წლამდე გოგონათა შორის) I-IV ადგილი
- დიასამიძე ლულუ (18 წლამდე გოგონათა შორის) მე-40 ადგილი
- კირთაძე ანასტასია (16 წლამდე გოგონათა შორის)
- სიჭინავა მარიამ (16 წლამდე გოგონათა შორის)
- შამათავა ნიკოლოზი (18 წლამდე ჭაბუკთა შორის)
საქართველოს მონაგარში 3 მედალია, მათ შორის კი 2 აჭარის რეგიონის წარმომადგენლების მიერ არის მოპოვებული!
14 წლამდე გოგონათა შორის, მარიამ კალანდაძემ 9-დან 7.5 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედლის მფოლებელი გახდა! მარიამმა ასევე მოიპოვა მომავალი წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური. მწვრთნელი – თენგიზ დიდმანიძე
14 წლამდე გოგონათა შორის, 9-დან 7 ქულით ბრინჯაოს მედლის მფლობელი კესარია მგელაძე გახდა! კესარიამ ასევე მოიპოვა მომავალი წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური. მწვრთნელი – ნუკრი მანაგაძე
16 წლამდე გოგონათა შორის, მარიამ ცეცხლაძემ 9-დან 7 ქულით I-VI ადგილები გაიყო და დამატებითი მაჩვენებლებით მეოთხე ადგილი დაისაკუთრა. მწვრთნელი – დავით მაღალაშვილი
8 წლამდე გოგონათა შორის, 9-დან 7 ქულით ვერცხლის მედალი ლილე სვანაძემ მოიპოვა! ლილემ ასევე მოიპოვა მომავალი წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური. მწვრთნელი – ხათუნა გუბელაძე
ღონისძიების დახურვის ცერემონიის ფოტოკოლაჟი: