აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “შავი ზღვის დელფინი 2024”-ის ფარგლებში, 18 აგვისტოს, ელვისებურ ჭადრაკში ღია ტურნირები გაიმართა. 8,10 და 12 წლამდე ღია კატეგორიაში გათამაშდა “მამია ხარაზის თასი”, ღია რეიტინგ ტურნირში კი – “შოთა ჭურკვეიძის თასი”.
ღონისძიებაში მონაწილეობდა 100-ზე მეტი სპორტსმენი მსოფლიოს 6 ქვეყნიდან (საქართველო, უკრაინა, ამერიკა, სომხეთი, გერმანია და ფიდეს დროშით მოასპარეზენი.) დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით.
ტურნირის დაჯილდოება გაიმართება 21 აგვისტოს 16:00 – საათზე.
ღია კატეგორიის გამარჯვებულები:
- კოპილოვ ალექსანდერ (7-დან 6.5 ქულა)
- ბოლქვაძე თედო (7-დან 6 ქულა)
- ქამადაძე ზვიადი (7-დან 5.5 ქულა)
ქალთა ნომინაციის გამარჯვებული:
- მგელაძე კესარია (7-დან 4.5 ქულა)
12 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:
- ბარსეღიან მანუელ (7-დან 6 ქულა)
- დოლიძე შოთა (7-დან 5 ქულა)
- ბერიშვილი ალექსანდრე (7-დან 5 ქულა)
გოგონათა ნომინაციის გამარჯვებული:
- ქედელიძე ანეტა (7-დან 5.5 ქულა)
10 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:
- აბულაძე ილია (7-დან 6 ქულა)
- მეფარიშვილი გიორგი (7-დან 6 ქულა)
- იოსელიანი გიორგი (7-დან 5 ქულა)
გოგონათა ნომინაციის გამარჯვებული:
- არუთინიან არიანა (7-დან 5 ქულა)
8 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:
- ცინცაძე თევდორე (7-დან 6 ქულა)
- სხვიტარიძე დანიელ (7-დან 4.5 ქულა)
- ბალაძე დაჩი (7-დან 4.5 ქულა)
გოგონათა ნომინაციის გამარჯვებული:
- სოსელია ევა (7-დან 4 ქულა)
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის მამია ხარაზის ოჯახის წევრები და პირველი სვლა პირველ დაფაზე მისმა შვილიშვილმა ქალბატონმა სოფო ხარაზმა გააკეთა.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: