საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „შავი ზღვის დელფინი 2024“

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 14-21 აგვისტოს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე კატეგორიებში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “შავი ზღვის დელფინი 2024” გაიმართება.

ტურნირის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის სპორტის დეპარტამენტი.

ჩატარების ადგილი: მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე. მის: ლეონიძის 15

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს ასაკობრივი ცენზის დაცვით.

ფესტივალი ჩატარდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:

  • 8 წლამდე ღია ტურნირი (2016 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
  • 10 წლამდე ღია ტურნირი (2014 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
  • 12 წლამდე ღია ტურნირი (2012 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
  • 20 წლამდე ღია ტურნირი (2004 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)

ფესტივალის სათამაშო წესები:

ფესტივალზე სამართლიანი თამაშის წესების დაცვა რეგულირდება დანართი 1 – ით.

ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორიის ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემასა და დროის კონტროლს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

რეგისტრაცია:

ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს ასაკობრივი ცენზის დაცვით.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის  პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).

ფესტივალის მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული:

https://forms.gle/i98ftrMRVL6TdVZY7

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 13 აგვისტო, 19:00 სთ.

საკონტაქტო ელ. ფოსტა:   მობ: 599 069497, 558 410904

სატურნირო შესატანი:

13 აგვისტოს 19:00 საათამდე 40 ლარი.

რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან ტურნირის დაწყებამდე – 50 ლარი.

სოციალურად დაუცველი და შშმ პირები გათავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანისგან.

სატურნირო შესატანის წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს შემდეგ ანგარიშზე:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია

საინდ. კოდი: 245424704  ს.ს.“საქართველოს ბანკი“

ანგარიშის № GE95BG 0000 000 363 099 200

რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

ფესტივალის განრიგი:

ჩამოსვლის დღე14  აგვისტო დრო
გახსნა15  აგვისტო14:00
I ტური15  აგვისტო15:00
II ტური16  აგვისტო14:00
III ტური17  აგვისტო14:00
IV ტური18  აგვისტო14:00
ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში
და 8,10,12 წლამდე კატეგორიებში
18  აგვისტო17:00
V ტური19 აგვისტო14:00
VI ტური20  აგვისტო14:00
VII ტური21  აგვისტო12:00
დახურვა21  აგვისტო16:00

პრიზები:

ყველა ასაკობრივ კატეგორიაში დაჯილდოვდება გამარჯვებული ხუთეული, ასევე, გამოიყოფა საუკეთესო 3 ადგილი გოგონათა შორის. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით, აგრეთვე პირველი სამეული – მედლით, ჩემპიონები კი – თასით;

  • თუ გოგონა დაიკავებს საპრიზო ადგილებს როგორც ღია, ასევე გოგონათა კატეგორიაში, მას გადაეცემა უმაღლესი ადგილის პრიზი.
  • ტურნირის განმავლობაში გაიმართება საჭადრაკო ვიქტორინა და დაწესებული იქნება სხვადასხვა სპეციალური პრიზები;
  • პრიზებისა და საჩუქრების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.

მწვრთნელთა კონკურსი

მწვრთნელთა კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ ფესტივალის ტურნირებში თამაშობდეს მინიმუმ მისი 3 მოსწავლე და მწვრთნელი იმყოფებოდეს ტურნირზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მწვრთნელებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ მე-3 ტურის დაწყებამდე.

ღია ტურნირებში 1-5 ადგილზე და გოგონათა შორის 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეების მწვრთნელების ქულათა შედეგების შეჯამება მოხდება შემდეგი პრინციპით:

(მოსწავლის მიერ ორ ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, მწვრთნელს ჩაეთვლება უმაღლესი ადგილის ქულა)

I ადგილი – 10 ქულა

II ადგილი – 8 ქულა

III ადგილი – 6 ქულა

IV ადგილი – 4 ქულა

V ადგილი – 2 ქულა

ქულათა რაოდენობის მიხედვით გამარჯვებული 5 მწვრთნელი დიპლომთან ერთად დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრით.

საერთო წესები:

ტურზე დაგვიანების შემთხვევაში, საათზე დროის ამოწურვის შემდეგ მონაწილეს ჩაეწერება წაგება.

ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად აჭარის ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

მონაწილეთა მიღება:

მონაწილეთა და წარმომადგენელთა ცხოვრების, კვების და გზის თანხას იხდის მიმავლინებელი ორგანიზაცია.

18 აგვისტოს ასევე გაიმართება ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.

დასაწყისი 17:00 სთ.

ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით 7 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით.

აუცილებლობის შემთხვევაში, რეიტინგის დათვლას, ტურნირის ჩატარების სისტემას და დროის კონტროლს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

ბლიც ტურნირის სატურნირო შესატანია 10 ლ.

ბლიც ტურნირის პრიზები:

ასაკობრივ ტურნირებში გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება სიგელით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით, ასევე სამივე ასაკში გამოიყოფა 1 საუკეთესო შედეგის მქონე გოგონა. კატეგორიის ჩემპიონს ასევე გადაეცემა თასი.

ღია ბლიც ტურნირში გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება სიგელით და მედლით, ჩემპიონი ასევე თასით. ტურნირში ასევე გამოიყოფა 1 გამარჯვებული ქალთა შორის.

ფულადი ჯილდო:

(პრიზები დაიქვითება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად)

– I ადგილი – 300 ლ.                                                    

– II ადგილი – 200 ლ.                                                   

– III ადგილი – 150 ლ.                                                  

– I ადგილი ქალთა შორის – 150 ლ.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი  სალომე მელია

მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი ლეონიდ ნეურონოვი