აჭარის ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, 2 ივნისს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის ”ნონა გაფრინდაშვილის თასის” I ეტაპი – რაიონული პირველობა გაიმართა.
ასპარეზობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ღონისძიება სამ ეტაპად ტარდება: I ეტაპი – რაიონული პირველობა, ოლიმპიური სისტემით; II ეტაპი – რეგიონული პირველობა, ოლიმპიური ან წრიული სისტემით; III ეტაპი – რეგიონულ ჩემპიონატში გამარჯვებული საუკეთესო სკოლები ფინალში გამოავლენენ ქვეყნის საუკეთესო სასკოლო გუნდს. თითოეული სკოლის გუნდი დაკომპლექტებულია I-II კლასის 4 მოსწავლით.
რაიონის პირველობაზე ბათუმში მონაწილეობას ღებულობდა 16 სკოლა:
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა
№2 საჯარო სკოლა
№4 საჯარო სკოლა
№6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
№7 საჯარო სკოლა
№8 საჯარო სკოლა
№9 საჯარო სკოლა
№10 საჯარო სკოლა
№13 საჯარო სკოლა
№18 საჯარო სკოლა
№22 საჯარო სკოლა
№26 საჯარო სკოლა
ქართულ-ამერიკული სკოლა
ევრო-2000
გიმნაზია 21-ე საუკუნე
სკოლა ნიკე
ფინალურ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა და №18 საჯარო სკოლა, რომელიც 3-1 წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გამარჯვებით დასრულდა!
გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა:
ლაშა კახიძე
დათა იაკობაძე
დაჩი ბალაძე
ალექსანდრე გაფრინდაშვილი
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: