საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შშმ პირთა შორის

საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 14-18 ივნისს, ბათუმი უმასპინძლებს საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატს შშმ პირთა შორის.

ჩატარების ადგილი: სასტუმრო ”ჩაო” (მის: ზურაბ გორგილაძის 75).

მონაწილენი:

  • ჩემპიონატში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები, რომელთაც აქვთ შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული ან წრიული სისტემით 7 ტურად. დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 45 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/Qx97v2nSfCCh4BpeA

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 13 ივნისის 18:00 საათი.

საკონტაქტო ელ. ფოსტა:  მობ: 599069497

ტურნირის განრიგი:

დაჯილდოება:

 I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, ფასიან საჩუქრებთან ერთად დაჯილდოვდებიან  მედლებითა  და დიპლომებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე  თასით.

ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა ფასიანი სამახსოვრო საჩუქარი.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი ლეონიდ ნეურონოვი