აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 7 აპრილს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში (მის: ლეონიძის 15), ელვისებურ ჭადრაკში ღია რეიტინგ ტურნირი გაიმართა.
ჩემპიონატი ჩატარდა ღია და 10 წლამდე კატეგორიაში. ტურნირში მონაწილეობდა
ტურნირის სათამაშო წესები:
ტურნირი გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტრილი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე. ღია კატეგორიაში ითვლებოდა რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში.
ღია კატეგორიის გამარჯვებულები:
ქალთა ნომინაციაში პირველი ადგილი კსენია ბოდნარუკმა 7-დან 5 ქულით დაიკავა.
10 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:
- ალექსანდრე კალანდაძე (7-დან 7 ქულა)
- ანრი არუთინიანი (7-დან 5 ქულა)
- ევა სოსელია (7-დან 4.5 ქულა)
გოგონათა შორის პირველი ადგილი არიანა არუთინიანმა (7-დან 5.5 ქულით) დაიკავა.
ღია ტურნირის გამარჯვებული სამეული და ქალთა ნომინაციაში გამოვლენილი საუეკთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდა დიპლომით,მედლითა და ფულადი პრიზით:
- I ადგილი – 150 ლ.
- II ადგილი – 130 ლ.
- III ადგილი – 100 ლ.
- I ადგილი ქალთა ნომინაციაში – 100 ლ.
- ტურნირის გამარჯვებული ასევე დაჯილდოვდება თასით;
10 წლამდე კატეგორიაში გამარჯვებული სამეული და გოგონათა ნომინაციაში გამოვლენილი საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრებით.