გამარჯვებულები ღია რეიტინგ ტურნირში ელვისებურ ჭადრაკში

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 7 აპრილს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში (მის: ლეონიძის 15), ელვისებურ ჭადრაკში ღია რეიტინგ ტურნირი გაიმართა.

ჩემპიონატი ჩატარდა ღია და 10 წლამდე კატეგორიაში. ტურნირში მონაწილეობდა

ტურნირის სათამაშო წესები:

ტურნირი გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.  დროის კონტრილი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე.  ღია კატეგორიაში ითვლებოდა რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში.

ღია კატეგორიის გამარჯვებულები:

ქალთა ნომინაციაში პირველი ადგილი კსენია ბოდნარუკმა 7-დან 5 ქულით დაიკავა.

10 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. ალექსანდრე კალანდაძე (7-დან 7 ქულა)
  2. ანრი არუთინიანი (7-დან 5 ქულა)
  3. ევა სოსელია (7-დან 4.5 ქულა)

გოგონათა შორის პირველი ადგილი არიანა არუთინიანმა (7-დან 5.5 ქულით) დაიკავა.

ღია ტურნირის გამარჯვებული სამეული და ქალთა ნომინაციაში გამოვლენილი საუეკთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდა დიპლომით,მედლითა და ფულადი პრიზით:

  • I    ადგილი   –  150 ლ.
  • II  ადგილი   –  130 ლ.
  • III  ადგილი   –  100 ლ.
  • I ადგილი ქალთა ნომინაციაში – 100 ლ.
  • ტურნირის გამარჯვებული ასევე დაჯილდოვდება თასით;

10 წლამდე კატეგორიაში გამარჯვებული სამეული და გოგონათა ნომინაციაში გამოვლენილი საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრებით.