აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 8 მარტს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ქეთევან მუხაშარიას მემორიალი გაიმართება.
ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდება 2 კატეგორიად:
კატეგორია A: ქალთა ტურნირი, რომელთაც არ გააჩნიათ ფიდეს რეიტინგი და ფედერაციის მიერ ნომინირებული მონაწილეები;
კატეგორია B: ბლიც ტურნირი 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის;
ტურნირები გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
მონაწილენი:
საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები.
დროის კონტროლი: ორივე კატეგორიაში თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 5 წამის დამატებით;
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა: https://forms.gle/5kTAokHj8Jpxcf6j7
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 7 მარტი, 19:00 საათი.
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
ტურნირის განრიგი:
| გახსნა | 8 მარტი | 12:30 სთ. | 
| I ტური | 8 მარტი | 13:00 სთ. | 
| II ტური | 8 მარტი | 13:20 სთ. | 
| III ტური | 8 მარტი | 13:40 სთ. | 
| IV ტური | 8 მარტი | 14:00 სთ. | 
| V ტური | 8 მარტი | 14:20 სთ. | 
| VI ტური | 8 მარტი | 14:40 სთ. | 
| VII ტური | 8 მარტი | 15:00 სთ. | 
| დახურვა | 8 მარტი | 15:30 სთ. | 
გამარჯვებულები:
A და B ტურნირში I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო ჩემპიონი აგრეთვე თასით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია

